18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
პროცესი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდეს - ლიკა ზაკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრობს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, შესაძლო გატაცების საქმეში და კერძოდ, მისი აზერბაიჯანში აღმოჩენის საკითხში ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი საქართველოს ხელისუფლების დანაშაულს ხედავს, რადგან თავის დროზე აფგან მუხთარლის ქვეყანამ ბინადრობის უფლება არ მისცა.

ამის შესახებ ლიკა ზაკაშილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მან ქართული ოცნების ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს, სხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ საქართველოს მხრიდან დახმარებაზე უარის შესახებ შეახსენა.

„ეს პროცესი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, ჩვენ იმიტომ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, რომ ეს არის პრევენცია იმისათვის, რომ მომავალში იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აქამდე დაზაფრულები იყვნენ, ვფიქრობ, მეტი გარანტია ექნებათ იმისა, რომ პრობლემები არ შეექმნებათ, მაგრამ პრევენცია ვერ იქნება, თუ გამოძიება არ წარიმართება და დასრულდება,“ - განაცხადა ლიკა ზაკაშვილმა. 

არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოში არაერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი ცხოვრობს, რომელიც თავს ქვეყანაში დაცულად გრძნობს.

 

დღის ამბები