„მაინტერესებს ალექსანდრე ჯეჯელავას კომუნიკაციის სტილი ბოლოდროინდელი, ჩვენთან, საზოგადოებასთან, როგორ გვაწვდიდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას,“ - ეს შეკითხვა საინფორმაციო პორტალის ევროპა საქართველოსთვის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში დაუსვა.
არჩილ თალაკვაძის აზრით, განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან ყველაზე მეტს ურთიერთობს.
„ალექსანდრე ჯეჯელავა არის ერთ-ერთი ის მინისტრი, რომელიც ყველაზე მეტს ურთიერთობს მედიასთან და არის ყოველთვის ხელმისაწვდომი მედიისთვის. რა თქმა უნდა, ის გამოძიებას არ წარმოადგენს და გამოძიების ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა, მე არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას მედიასთან ურთიერთობის პრობლემა აქვს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მან ასევე ისაუბრა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რომელიც, მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლება.