„ამ ფაქტმა საქართველო გახვია საერთაშორისო დონის სკანდალში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
მისი აზრით, ეს ფაქტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმეა. მისი აზრით, ამ საქმეს ობიექტურად არცერთი სამართალდამცავი ორგანო არ გამოიძიებს.
„არა მგონია, რომ ამ საქმეს პროკურატურა გამოიძიებს, სუს-ი თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვება, დამერწმუნეთ, ხელისუფლებას რაიმე რომ ჰქონდეს სათქმელი, არც ეს ტომარა შეაწუხებდათ ეთერში და არც იმას გეტყოდნენ, რომ 6 დღეა, ცდილობენ, რაღაც ჩანაწერები ამოიღონ და განჩინებები მოიპოვონ,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისი აზრით, "ლაქას, რომელიც ამ საქმემ საქართველოს მოსცხო, ვერაფერი ვერ ჩამორეცხავს".