18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ხელისუფლება ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ გვეჩვენება რაღაცები - ნატა ძველიშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე

„იმედისმომცემი განცხადებები ხელისუფლებისგან არ ყოფილა, პირიქით, ის ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ გვეჩვენება რაღაცები,“ - ეს განცხადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარემ, ნატა ძველიშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ის აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება აზერბაიჯანელ პოლიტიკურ დევნილებს მხარდაჭერას არ უცხადებს და ჟურნალისტების სოლიდარობას შოუს უწოდებს.

„ხშირად არ ხდება, რომ ჟურნალისტები აქტივისტები ხდებიან, თქვენ ძალიან იშვიათად გაიხსენებთ მსგავს ფაქტს. მინდა, მაყურებლისთვის განვარტო, რატომ გამოვიდა ჟურნალისტი ქუჩაში, რატომ გადაწყვიტა, რომ დაეცვა საკუთარი კოლეგის უფლებები. არა იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ჟურნალისტის ბედზეა ლაპარაკი, არამედ იმიტომ, რომ არ ეგონოს დაცვის სამსახურში მომუშავე რიგით ადამიანს, რომ მისი გატაცება შეიძლება,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები