მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხი ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ამის შესახებ განცხადება, ჩაბუქის ადვოკატმა გააკეთა. ვახტანგ კვიჟინაძე ექსტრადირების შეჩერების მიზეზად ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საქმის წარმოების დაწყებას ასახელებს, რაც ექსტრადირებას ავტომატურად კრძალავს.
მისი თქმით, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, დაუშვებელია, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ექსტრადირების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა საერთოდ შეწყდება.
იმ შემთხვევაში კი თუ ემრე ჩაბუქის განაცხადი დაკმაყოფილდა და სტატუსი მიენიჭა, მას ვერ გადასცემენ თურქეთს.
„ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში პირდაპირ შეექმნება საფრთხე არა მარტო ფუნდამენტურ უფლებებს, წამებას არაადამიანური მოპყრობა, არამედ საუბარია იმაზე, რომ სიცოცხლის უფლება იქნება ხელყოფილი. ლტოლვილის მაძიებლის სტატუსი მათ უკვე მიიღეს, რომელიც აჩერებს ექსტრადიციის პროცედურას, ხოლო თუკი მიიღებენ ისინი ლტოლვილის სტატუსს, საერთოდ შეწყდება საექსტრადიციო საქმე,“-განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.