18 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
საქართველოს უარი ბინადრობაზე აზერბაიჯანელ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს - საია-ს განცხადება

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო აზერბაიჯანელ პოლიტაქტივისტებს, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს ბინადრობის უფლებაზე უარს ეუბნება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით ეხმაურება. 

საია-ს შეფასებით,  დაუშვებელია ბინადრობის ნებართვის მიცემაზე დაუსაბუთებლად უარის თქმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის მინიჭებისას იმოქმედოს კანონის შესაბამისად და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებშიც, შეაფასოს საქმეში არსებული სხვა გარემოებები, რომელთა ერთობლიობამაც შესაძლოა გადაწონოს უარყოფითი დასკვნა.

„ინფორმაცია ვრცელდება, რომ აზერბაიჯანელ აქტივისტებს უარს ეუბნება სახელმწიფო ბინადრობის უფლების მინიჭებაზე.  ეს პრობლემა სამწუხაროდ არ არის ახალი პრობლემა და ჩვენც არაერთ საქმეში დაგვიფიქსირებია იგივე თემა.  მოვუწოდებთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი როდესაც არსებობს უარყოფითი დასკვნა გარკვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ეს საფრთხეები ჰიპოტეტურად არ შეაფასოს,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები