18 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
გავლენები სასამართლო სისტემაზე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" შეხვედრას გამართავს

არსებული ხარვეზები და გავლენები სასამართლო სისტემაში - არასამთავრობო სექტორი დღეს შეხვედრას მართავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ გავლენებზე და ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსამართლეების კავშირზე იმსჯელებენ. 

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის გარდა იურისტები, სხვადასხვა პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

„ნათლად გამოჩნდა ის, რომ სასამართლოში არსებობს ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ძირითადად შედგება იუსტიციის საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან. ეს ჯგუფი იმდენად მოძლიერებულია, რომ პრაქტიკულად აკონტროლებს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს,“-აცხადებს გიორგი გვილავა.

დღის ამბები