ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეს ეხმაურება.
პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია გმობს აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გატაცებას, რომელმაც აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან დევნის გამო საქართველოს შეაფარა თავი.
ევროპელი ლიბერალები საქართველოს ხელისუფლებისაგან დაუყოვნებლივ გამოძიებას და გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ითხოვენ.