ლომისობის წლევანდელ დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა. მათ მოტეხილობები და სხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მაშველები ადგილზე დილის 06:00 საათიდან იყვნენ მობილიზებული. პირველადი დახმარება დაზარალებულებს ადგილზევე აღმოუჩინეს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მძიმე ტრავმები არცერთ მათგანს მიუღია. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველია მობილიზებული. ისინი ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან.