18 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს

არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულ მოსამართლეებს და უმრავლესობის დეპუტატს, ვანო ზარდიაშვილს აკრიტიკებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებენ.

ირკვევა, რომ მოსამართლეებთან კონკრეტულ საქმეებში ვანო ზარდიაშვილი მმართველი გუნდის საკონტაქტო პირია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს იმ მოსამართლეების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ.

ოპოზიცია საბჭოს არსებული შემადგენლობის გაუქმებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ კონკრეტული მოსამართლეების საქმიანობა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.

უმრავლესობის წევრები კი სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს ვერ ხედავენ.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი უახლოეს მომავალში სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებას გეგმავს.

დღის ამბები