18 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 15 ივნისს გაგრძელდება

დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 15 ივნისს გაგრძელდება. ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმეები დაკითხეს. მათ შორის ერთი ექსპერტი და 2 გამომძიებელი. დაცვის მხარის ინფორმაციით ერთ-ერთ გამომძიებელს ნათესაური კავშირი აქვს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა პროცესზე გამომძიებელმა ეს ფაქტი არ დაადასტურა.

„ამ სამი დაკითხვის შედეგად, ჯერჯერობით რასაც ვვარაუდობდით ჩვენ, ჩვენი ვერსია უფრო მუშა ვერსიაა, რომ საქმე შეთითხნილია,“ - აღნიშნა დავით ხარშილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

დღის ამბები