რუსმა ოკუპანტებმა დღეს გრემისხეველი სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს. სოფელ გრემისხეველი ყვება, რომ შემთხვევა თანასოფლელებთან ერთად მთიჯვარის ეკლესიაში მოხდა. მისი მტკიცებით, სალოცავზე 15 ახალგაზრდა ავიდა, მესაზღვრეებმა ორი სკოლის მოსწავლე და ორი ზრდასრული დააკავეს, დანარჩენებმა გაქცევა შეძლეს.
ახალგაზრდების მშობლები ყვებიან, რომ ეს სკოლის მოსწავლის დაკავების პირველი შემთხვევაა. თუმცა, გასულ წელს ოთხივე მათგანი სამლოცველოში ასვლის გამო მესაზღვრეებმა გააფრთხილეს და მონაცემთა ბაზისთვის ფოტოსურათებიც გადაუღეს. ეკლესია, სადაც ადგილობრივები ყოველწლიურად მთიჯვარობას აღნიშნავენ, მავთულხლართებით შემოსაზღვრული არაა, თუმცა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. მშობლებმა შვილების დაკავების შესახებ ინფორმაცია მეგობრებისგან გაიგეს, ორი დღის განმავლობაში კი მათთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.
დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი თემებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ 4 პირის დაკავების ფაქტი იყო. დღის ბოლოს კი გირაოს გადახდის სანაცვლოდ ნუკრი თვაური, ზაური გიგაური, ზურა გედევანიშვილი და აკაკი პაპუკაშვილი ცხინვალიდან ერგნეთში გადმოიყვანეს და ქართულ მხარეს გადასცეს. ახალგაზრდების მტკიცებით, მათ არ ქონდათ ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ზოლს არღვევდნენ.