20 სიმღერა ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებიდან, თუმცა განსხვავებული ვერსიით - ნოდიკო ტატიშვილი მსმენელს ისევ დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდება. ზღაპარი სიყვარულისა ამ სახელწოდების საღამოზე - მსმენელისთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს ახალგაზრდა მომღერლები ოპერისა და ბალეტის ორკესტრის კამერული შემადგენლობისა და ბენდის თანხლებით შეასრულებენ.
პროექტის იდეის ავტორმა სოლო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ცნობილი მომღერლები მოიწვია. სალომე ბაკურაძე, მაკა ზამბახიძე, მარიამ როინიშვილი და სხვა ახალგაზრდა შემსრულებლები - ნოდიკო ტატიშვილთან ერთად ნაცნობ სიმღერებს დუეტში შეასრულებენ.
ნოდიკო ტატიშვილი ალექსანდრე ბასილაიას და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს 10 მაისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ელოდება.