ამ წუთებში საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო.
ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში დაფიქსირდა.