18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ადვოკატები მოინახულებენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზს მოინახულებენ დღეს ადვოკატები. საუბარი ხვალინდელ პროცესზე დაცვის მხარის სტრატეგიას შეეხება.

ადვოკატები აპროტესტებენ საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, გიორგი მამალაძესთან რამდენიმე სასულიერო პირის არ შეშვების შესახებ.

დაცვის მხარის თქმით, ძალაში რჩება გიორგი მამალაძის ოჯახის თხოვნა ადვოკატებთან ერთად, პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე.

პარალელურად, დაცვის მხარე უახლოეს დღეებში, ღირსების შელახვისთვის საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„არაერთმა სასულიერო პირმა, კერძოდ მამაომ გამოთქვა სურვილი, როგორც თბილისის ეპარქიიდან, ასევე რეგიონების რამდენიმე ეპარქიიდან, შესულიყვნენ დეკანოზთან. ყველა მცდელობაზე იყო დაბლოკვა, როდესაც კითხულობდნენ თუ რა იყო აღნიშნულის მიზეზი, ყველას მისდიოდა ერთი და იგივე პასუხი, რომ ამას ბლოკავს მეუფე იაკობი,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები