საქართველოს პირველმა ლედიდიმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახის წევრები მოინახულა.
მაკა ჩიჩუა წნორში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში იმყოფებოდა.
პროექტი მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ის საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად.