18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
დიღომში ცენტრალურ წყალსადენის მაგისტრალის დაზიანება მიწისქვეშა ბიძგებმა გამოიწვია

დიღომში ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ დაზიანებას მიწისძვრას უკავშირებენ ჯეორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში. სოფელ დიღომში 200-მდე აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი.

მაგისტრალური მილი ღამის ორ საათზე დაზიანდა, რის გამოც დაიტბორა თელასის ქვესადგური დიღომი 1.

წყალსადენის დაზიანების გამო,  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სოფელ დიღომს და დიღმის მასივს, მათ შორის საავადმყოფოებს და სხვა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებს, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უკვე მოხერხდა.

„წუხელ შეინიშნებოდა მიწის ქვეშა ბიძგები და სეისმური აქტივობა, რამაც გამოიწვია ჩვენი მიწისქვეშა კომუნიკაციის დაზიანება. კერძოდ, დიღომში 900-იანი მაგისტრალური მილის დაზიანება მოხდა. მილზე იყო მექანიკური ზეწოლა და დაზიანების შემდეგ წყლის ნაკადმა სიახლოვეში მყოფ თელასის ქვესადგურში შეაღწია და ასევე ელექტრო ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია,“ - განაცხადა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის დირექტორმა ოპერაციული მართვის დარგში, მამუკა კიკალიშვილი.

წყალსადენის დაზიანების შედეგად ასევე დაიტბორა ავეჯის მცირე საწარმოც. მესაკუთრის თქმით, ზარალი დაახლოებით 20 ათასი ლარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები