აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, საგამოძიებო უწყებებს წერილობით მიმართა. ის ჟურნალისტისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილი კვლავ საგნგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქმეს კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.
„ჩვენ წერილობითი სახით მოვითხოვეთ უკვე დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, როგორც აფგანისთვის, ისე მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევასთვის, რომელიც ასევე ჟურნალისტია და აღნიშნული დანაშაული იყო ლეილა მუსტაფაევას ჟურნალისტური საქმინობის ხელის შეშლისაკენ ასევე. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დღემდე გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაშინ, როდესაც ბატონი აფგან მუხთარლი მიუთითებს პირდაპირ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის თანამშრომლობის შედეგად მოხდა მისი გატაცება და ეს არ იყო ჩვეულებრივი რაღაც კრიმინალური საქმე,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლის უკანასკნელი განცხადების მიხედვით, ცნობილია, რომ მან ყველა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერის გასაჯაროება მოითხოვა, რომელიც გატაცების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული და რომელიც მისი გატაცების მარშრუტს ასახავს.