ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სოფელ მაღაროში ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. კედლებზე გაზრდილია ბზარების მოცულობა, თუმცა, შენობას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება.
სოფლის გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობისგან ზიანის შესახებ ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ.
წუხელ მომხდარი სტიქიის გამო, მაღაროში, ერთ-ერთი ადგილობრივის, თენგიზ ვარსიმაშვილის, საცხოვრებელი სახლის კედელიც დაიბზარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრად სეისმოლოგებმა სიღნაღის რაიონი დაასახელეს.
ავტორი: ია გულიაშვილი