18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები ნიუ-იორკში მისი დაკავების ფაქტს უარყოფენ

მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ.

მათი განცხადებით, ისინი ავთანდილ ხურციძეს ესაუბრნენ და სპორტსმენმა ახლობლებს განუცხადა, რომ აჟამად ისვენებს და მალე 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. 

„ჩემი შვილიშვილის ქმარი ესაუბრა ახლა, კარგად ვარო, მშვიდობით ჩავედიო და ვისვენებ ახლაო და მერე სავარჯიშოდ წავა ალბათ საღამოს,“ - განაცხადა მაყვალა ხურციძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში ბრალი 33 ადამიანს, მათ შორის ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს - ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის წაუყენეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, ლევანმაყაშვილი იყო

ოჯახის წევრები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჩამოთვლილ ბრალდებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები