ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სიღნაღის რაიონში ორი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სოფელ მაღაროს ადმინისტრაციული შენობის კედლებს კი ბზარები დაემატა.
დაზარალებულების თქმით, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ შენონები ნგრევას შემთხვევით გადაურჩა. ისინი დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. სიღნაღის გამგეობა ორივე ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრად სეისმოლოგებმა სიღნაღის რაიონი დაასახელეს.
ავტორი: ია გულიაშვილი