ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს შორის ცნობილ ქართველ სპორტსმენებს ასახელებენ. ესენი არიან მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, ლევან მაყაშვილი.
კრივის ფედერაციაში ამ ფაქტს ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.
„ერთადერთი შემიძლია, ვთქვა, რომ წასულია და ემზადება ბრძოლისთვის. ეს ფაქტი რომ დავადასტურო ან უარვყო, არ შემიძლია. ხურციძე ბოლო 2-3 წელიწადია, რაც წასულია ამერიკაში. გადავურეკეთ საერთო მეგობრებთან, ოჯახის წევრებთანაც და არავინ არაფერი ჯერჯერობით არ იცის,“ - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით წილაურმა.
შეგახსენებთ, რომ სულ ნიუ-იორკში პოლიციელებმა კრიმინალური სამყაროს წევრობისთვის 15 ქართველი დააკავეს, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდები, რომელთა მიერ ორგანიზებული დაჯგუფება ახორციელებდა რეკეტს, ელექტრონულ ფინანსურ მაქინაციებს, ტვირთების გატაცებას, ადგილობრივი სამართალდამცველების მოქრთამვას, დოკუმენტებისა და ასე შემდეგ.