ევროპული საქართველოს ინიციატივა პენსიის მატებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ გლდანში მცხოვრებ პენსიონერ ცირა ჭოლიკაურს გააცნო.
ევროპული საქართველოს ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატი. თბილისში გამარჯვების შემთხვევაში ევროპული საქართველო პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს.
“ყველა ასეთ რაიონში ჩვენ გვაქვს დეტალური გათვლა და მათ შორის, კონკრეტულად თბილისისთვის, შესაძლებელია ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიით პენსიის გაზრდა 50 ლარით,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ.