18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ეს იქნება პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს - გიორგი მშვენიერაძე მიწის გასხვისების საკითხზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის და მთავრობის მხრიდან პოპულისტური ნაბიჯია.

„ნებისმიერი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მყოფი მიწის სუვერენული მესაკუთრე არის საქართველოს სახელმწიფო და მისი კერძო მესაკუთრე ვინ იქნება, ეს არანაირ საქმე არ უქმნის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, რა შიშებიც სახელმწიფოს გააჩნია. თუ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, გარდა იმისა, რომ ეს უარყოფით შედეგს იქონიებს თავად ადამიანის უფლებებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე ეს იქნება პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც არანაირი  გამართლება არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი, გიორგი გოცირიძე, კი აცხადებს, რომ საკუთრების უფლებასთან მიმართებაში უცხოელების დისკრიმინაცია ხდება.

„თავად კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპთან მოდის ამგვარი ბლანკეტური მიდგომა წინააღმდეგობაში. ამავდროულად, ეს ასევე საფრთხეს შეუქმნის დღეს ინვესტიციების მოზიდვას, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო სექტორში," - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები