18 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზაზა ართმელაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

სასტუმრო არმაზის მეპატრონის ზაზა ართმელაძის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდა. პროცესზე ორი ექსპერტი დაიკითხა, რომლებმაც სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ ისაუბრეს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ  ბრალდებულის გარდაცვალების მიუხედავად, გამოძიების ბოლომდე მიყვანა მათთვის მნიშვნელოვანია. ზაზა ართმელაძის დედის თქმით კი მის შვილს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით უსამართლოდ შეუფარდა.

დღეს ასევე უნდა დაკითხულიყო საქმის კიდევ რამდენიმე მოწმე, თუმცა იმის გამო, რომ ისინი სასამართლოში არ გამოცხადნენ საქმის არსებითი განხილვა 15 ივნისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სასტუმრო არმაზში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე დააკავეს რომელმაც 30 მაისს თავი მოიკლა.

დღის ამბები