18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ერთი შეხედვით, ძალიან ზერელე დასკვნაა," - პაატა სალია "რუსთავი 2-ის" შესახებ საია-ს დასკვნაზე საუბრობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც საია რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას აკეთებს, ადვოკატი პაატა სალია ეხმაურება.

სალია მიიჩნევს, რომ დასკვნაში მსჯელობა ზედაპირულია და მათი მხრიდან ინტერპრეტაციას აქვს ადგილი.

„მე ვთვლი, რომ ზედაპირულია მსჯელობა. არასწორი ინტერპრეტაციაა გაკეთებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ მას იძულებით დაათმობინეს. საია-ს დასკვნის მიხედვით რომ განვიხილოთ, მოსარჩელე თუ არ შეეცილა მეორე მხარეს, ფაქტიურად გამოდის, რომ მას სასამართლოში წასვლის უფლება არ აქვს. მე მაქვს უფლება შევეცილო მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა მასთან შეცილების გარეშე, რომ სასამართლოში წასვლის უფლება მაქვს, ამაზე მგონი საია ვერ იტყვის, რომ ესეთი უფლება არ არსებობს. ერთი შეხედვით, ძალიან ზერელე დასკვნაა," - განაცხადა პაატა სალიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, სასამართლოს არგუმენტებმა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში არსებული ეჭვები. კერძოდ, საია-ს შეფასებით, პროცესზე არასწორად იყო განაწილებული მტკიცების ტვირთი, ამასთან ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული ზეწოლა რუსთავი 2-ს გაყიდვასთან დაკავშირებით.

დღის ამბები