18 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
დაზარალებულის სტატუსი - აფგან მუხთარლის მეუღლე პროკურატურისგან პასუხს ელოდება 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მეუღლე საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს ელოდება.

ლეილა მუსტაფაევა დაზარალებულის სტატუსს მისთვის და მისი მეუღლისთვის ითხოვს.

ოჯახი და ადვოკატი ასევე ელოდებიან უწყებიდან პასუხს, გადაიბარებს თუ არა საქმის გამოძიებას.

პარალელურად არასამთავრობოები კვლავ გეგმავენ მხარდამჭერი აქციების გამართვას. ასევე მოითხოვენ, რომ პარლამენტმა განახორციელოს კონტროლი გამოძიებაზე.

„აუცილებელია, რომ ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს, როგორც ბატონ აფგანს, ისევე ლეილას. სამწუხაროა, რომ დღეს ელემენტარული საკითხები არ არის გადაწყვეტილი. აზერბაიჯანში  ბატონმა აფგანმა გააკეთა განცხადება და მოითხოვა ვიდეოსათვალთვალო კამერების გასაჯაროება საინტერესო პერიოდში. მისი განცხადებით, თუ ეს არ მოხდება ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ აქ მართლაც სპეცსამსახურების თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა მისი გატაცება,“ -  განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები