18 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნის პირველადი ვერსია - არასამთავრობოები ხელისუფლებას რეკომენდაციებზე მსჯელობისკენ მოუწოდებენ 

ვენეციის კომისიის დასკვნის პირველადი ვერსიის გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორი იზიარებს ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს და შენიშვნებს.

„უკვე მერამდენედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ საქართველო არ ასცდეს დემოკრატიულ განვითარების კურსს, რაც საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ქართული ოცნების ინსტნქტი, რათა მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია იყოს ზედმიწევნით გათვალისწინებული და, ზოგადად, ამ კონსტიტუციური რეფორმის მართლა რეფორმაზე დამსგავსებისთვის საჭიროა, ხელახლა დაიწყოს პროცესი,“ -აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის, აზრით, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აისახოს. მათ შორის შენიშვნები, რომელიც საარჩევნო სისტემას და პრეზიდენტის არჩევის წესსა ეხება.  

„საკმაოდ ნეგატიურად არის შეფასებული და თან არაერთ ადგილას, სწორედ ე.წ. ბონუსი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებები რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ნეგატიური დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მოვიდოდა,“ -განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები