18 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
მთავარმა პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას და შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა სისხლის სამართლის ორ საქმეზე მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდიას და შალვა შალიკაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ცოტნე გამსახურდიას მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონტროლიორისთვის ქრთამის მიცემის ფაქტი.

დღის ამბები