შინაგან საქმეთა მინისტრი პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, თანამდებობიდან გადაყენებულია.
განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გაკეთდა.
ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადავიდა. მის მოვალეობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს.
“დღეიდან პირადად მე ვიქნები კურატორი კრიმინალური პოლიციის, ყველა იმ დეპარტამენტების, რომლებიც რეგიონებში არსებობს და თბილისში, რაღა თქმა უნდა. ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.