18 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
აფგან მუხთარლის ადვოკატმა რამდნიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურას მიმართა

აფგან მუხთარლის ადვოკატმა რამდნიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურას მიმართა. არჩილ ჩოფიკაშვილი მოითხოვს უწყებამ გამოიძიოს აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადება ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით.

“კიდევ ერთხელ მივმართავთ მთავარ პროკურატურას, რომ გამოიძიოს არსებითად ეს გარემოება, ანუ სპეცსამსახურების რომელი წარმომადგენლები, ვინ და რა ფორმით თანამშრომლობდნენ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან   და აფგან მუთარლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, რომელი პირების ბრალი იკვეთება და დაუყოვნებლივ გაიმიჯნოს სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელები, თუ ვინც იქნებიან  ოფიციალური სამსახურებიდან,“ - განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

არჩილ ჩოფიკაშვილის გარდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქვთ კითხვები ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრს. კერძოდ კი კიდევ ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქის დაშგილ აღალალრის საქმესთან დაკავშირებით. აღალალრი გატაცებული ჟურნალისტის ახლო მეგობარია და მას 3 წლის წინ ჩამოართვეს პასპორტი და ის ამის შემდეგ ითხოვდა საბუთის უკან დაბრუნებას. დღეს მისი ადვოკატების მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ კი მას დაუკავშირდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ მისი პასპორტი ნაპოვნია და მას შეეძლო მისი დაბრუნება.    

“ის რაც მოხდა ამან მოახდინა გავლენა პროკურატურაზე. იმ გატაცების შემდეგ საქართველოში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან დაშინებულები, მაგრამ მინდა ვუთხრათ მათ, რომ ნუ შეეშინდებათ და მოუწოდონ ხელისუფლებას რომ მათ პატივის სცენ ადამიანის უფლებებს“ - განაცხადა  დაშგილ აღალალრმა.

დღის ამბები