18 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მუსიკალური ვიდეორგოლი, რომელიც სავარაუდოდ, ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების დაკავების მიზეზი გახდა

ვიდეორგოლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მუსიკალურ ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები პოლიციამ დააკავა. მიხეილ მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-შეძენას ედავება. მუსიკოსებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მიხეილ მგალობლიშვილი ნარკოტიკების ჩადებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს და დაკავებას იმ კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟა.

მიხეილ მგალობლიშვილი დღეს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, თუმცა მანამდე ბრალდებულმა პროცესზე პოლიციელების მიერ განხორცილებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ზეწოლის შესახებ მგალობლიშვილის ოჯახიც ლაპარაკობს.

სამართალდამცველებს მგალობლიშვილის ადვოკატი გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. უკავშირდება თუ არა მუსიკოსების დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში კი ბრალდებებს უარყოფენ. უწყების ცნობით, გიორგი ქებურია წარდგენილ ბრალს აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები