ამ წუთებში ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე აქსის თაუერთან საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული. თაუერის სახურავზე მოქალაქე იმყოფება, რომელიც გადმოხტომას აპირებს.
როგორც რუსთავი 2-ს შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.