დაახლოებით 2-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ აქსის თაუერზე მყოფი მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა, რომელიც გადმოხტომას აპირებდა.
მისი გადარჩენა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და მაშველებმა შეძლეს. იქვე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების სამსახურებიც.
ჯერჯერობით უცნობია რატომ გადაწყვიტა მოქალაქემ გადმოხტომა და იყო თუ არა ის არაფხიზელ მდგომარეობაში.