ტყის ძმების ულტიმატუმი ხელისუფლებას - დაჯგუფების ორგანიზებით ზუგდიდში დღეს აქცია გაიამრთა, რომელშიც მონაწილეობას რიგითი მოქალაქეებიც იღებდნენ.
შეკრებილებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის, დევნილთა შემწეობის 160 ლარამდე გაზრდა, დევნილი სტუდენტების დაფინანსება და ტყის ძმების წევრების ბინებით დაკმაყოფილება.
დაჯგუფების ლიდერის, დავით შენგელიას, განცხადებით, საპასუხოდ ვადა ხელისუფლებას თვის ბოლომდე აქვს. მისი თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებოს შემთხვევაში კი დედაქალაქში მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართება.