კახეთში ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები დააზიანა.
რაიონის გამგებლის, გიორგი გზირიშვილის, ინფორმაციით, სეტყვამ გიორგიწმინდა და ნინოწმინდა აზარალა.
წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
ავტორი: ია გულიაშვილი