18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
პროკურატურამ დაკავებული რეპერების საქმეზე მოკვლევა დაიწყო

პროკურატურამ დაკავებული რეპერების საქმეზე მოკვლევა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფი „ბირჟა მაფიის" წევრებს გამოკითხავენ.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, პროკურატურა მოკლე ვადაში გამოკითხავს დაკავებულებს.

„საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც, საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ნათია სუხიაშვილი.

დღეს სახალხო დამცველმა პროკურატურას მომღერლების დაკავების მოტივის გამოძიებისკენ მოუწოდა.

სამართალდამცავებმა ჯგუფის წევრები ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მუსიკოსი მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები