ხურვალეთის მოსახლეობა სოფელში უგზოობის პრობლემის გადაჭრას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, დასახლების ცენტრალური გზის შეკეთების ფონზე, შიდა გზების დიდი ნაწილი პრობლემურად რჩება.
ადგილობრივების განცხადებით, სოფლის სკოლამდე მისასვლელი გზაც შესაკეთებელია და ბავშვებს უამინდობისას სკოლამდე მისვლა უჭირთ.
მოსახლეობის განცხადებით, საუბარია 800 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც მეორადი მნიშვნელობის ქუჩად ითვლება და ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტში ვერ მოხვდა.