სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის, წვიმისა და ელჭექის განმეორებას დღეს არ გამორიცხავენ.
დღეს საქართველოს რამდენიმე რაიონში ძლიერი სეტყვა იყო, მათ შორის თბილისშიც. განსაკუთრებით ძლიერი სეტყვა იყო გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში.
ხანმოკლე ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სახურავები და მანქანები დააზიანა, ასევე გზებზე პრობლემები შექმნა. თბილისში წვიმამ და სეტყვამ გზებზე საცობი გამოიწვია.
სეტყვამ აღმოსავლეთ საქართველოში პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. მათი თქმით, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები.
ფოტო სოციალურ ქსელში გამოგვიგზავნეს