ძლიერმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე პრობლემები შექმნა. წყნეთი-ახალდაბის გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.
მათი თქმით, ამ დროისთვის უამინდობის გამო, დედაქალაქში 50-მდე გამოძახებაა დაფიქსირებული, რომელიც, ძირითადად, ეხება სარდაფების, პირველი სართულების დატბორვას.
„რთული სიტუაცია გვქონდა წყნეთი-ახალდაბის მიმართულებით, გარკვეულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლა მოხდა. მოზიდულია მძიმე ტექნიკა, სამუშაოები დაწყებულია, უახლოეს ნახევარ საათში აღნიშნული მონაკვეთი გახსნილი იქნება. ასევე გარკვეული პერიოდი ვერეს ხეობაში ახალი გზა დაახლოებით 15-20 წუთის მონაკვეთში დაკეტილი იყო უსაფრთხოების გამო,“ - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.