18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 26 ივნისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, 4 საათი გაგრძელდა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის განხილვა. მეძმარიაშვილი ოლიმპიურ კომიტეტის საარჩევნო სესიის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.

მისი განცხადებით, საარჩევნო საანგარიშო ყრილობამ, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიმართა, დარღვევებით ჩაიარა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმ სუბიექტებმა მიიღეს, რომელსაც ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ.

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 26 ივნისს გამოაცხადებს.

დღის ამბები