18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
რეპერების მხარდამჭერი აქცია - აქციის ორგანიზატორები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

„სისტემა ყარს“, „ხალხთან ომი დასრულდეს“ - ამ შეძახილებით გადაადგილდებიან პარლამენტის შენობისკენ რეპერების მხარდასაჭერად შეკრებილი აქტივისტები. ისინი რუსთაველიდან დაიძრნენ.

მათ მსვლელობისას რამდენიმე მოთხოვნა გაახმოვანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაკავებული მომღერლები უნდა გათავისუფლდნენ. ასევე, უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა და კანონი დაიხვეწოს. მათი თქმით, აუცილებელია პოლიციის სისტემური რეფორმა განხორციელდეს.

სამართალდამცავებმა ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ.

დღის ამბები