18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
რეპერების მხარდამჭერი აქცია - ორგანიზატორები პარლამენტის წინ სავალი გზის გადაკეტვას მოთხოვნით პოლიციას მიმართავენ

ჯგუფი ბირჟა მაფიის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები რუსთაველზე ორივე სავალი გზის გადაკეტვას მოითხოვენ და მიმართავენ პოლიციას, რომ მანქანებისგან გაათავისუფლონ სავალი ნაწილი. ისინი აღნიშნავენ, რომ აქციაზე შეკრებილების სიმრავლის გამო, გახდა სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობა.

რეპერების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან არიან. ისინი თავიანთ მოთხოვნებს უფრო კონკრეტულად სწორედ აქ გაახმოვანებენ. ისინი დაკავებული რეპერების გათავისუფლებას ითხოვენ.  

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აქციის ორგანიზატორები პოლიციას 10 წუთში სავალი გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მომღერლები ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდების გამო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

დღის ამბები