30 სექტემბერი 2024,   21:20
ვრცლად
რეპერების მხარდამჭერი აქცია - რუსთაველის გამზირი ჩაბნელებულია

რუსთაველის გამზირი ჩაბნელებულია. რეპერების მხარდამჭერი აქციის წევრები ტელეფონებით ანათებენ ტერიტორიას.

აქციის წევრები რუსთაველის მეტროდან დაიწყო და მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის წევრებს დაკავებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მიმართეს.

აქციის წევრებმა რამდენიმე მოთხოვნა გაახმოვანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაკავებული მომღერლები გათავისუფლდნენ. ასევე, შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა და კანონი დაიხვეწოს. მათი თქმით, აუცილებელია არსებული პოლიციური სისტემის რეფორმა.

სამართალდამცავებმა ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრები ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ. 

დღის ამბები