პოლიციელის ცემის საქმეს პროკურატურა უკვე ორი თვეა, იძიებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მოწმეებიც და თავად სამართალდამცველიც დაკითხულია, საქმე სასამართლოში არ გადაგზავნილა.
შემთხვევა 7 აპრილს რესტორან იმერულ ეზოში მოხდა, სადაც პოლიციელები ჩხუბის ფაქტზე გამოიძახეს. კურიერის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ მიხეილ გოგიშვილი, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციელზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მძიმე კატეგორიის დანაშაულის მიუხედავად, უცნობია, რატომ ითხოვა პროკურატურამ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო.
კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ის წინასწარი დაკავების საკნიდან გაათავისუფლეს. დურმიშხან მეკოკიშვილი კურიერის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისი ოჯახის წევრებისთვის კი ფაქტის შესახებ ცნობილი არაფერია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციელზე თავდასხმის გამო, ბრალდებული პასუხისმგებლობას აარიდეს. რამდენიმე თვის წინ პატრულის 2 თანამშრომელი სცემეს, შემთხვევა გორის მაგისტრალზე მოხდა. ბრალდებული სასამართლომ პირობითი მსჯავრით გაათავისუფლა.