ძლიერი წვიმის შემდეგ წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, მიწა რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებულია გაზის მილი.
პარალელურად თბილისში - ვერეს ხეობაში, ახალ გზასა და გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა იყო შეფერხებული.
განსაკუთრებული პრობლემები იყო თემქაზე და გლდანში. სადაც წვიმის გამო საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
გმირთა მოედანზე გზაზე ამ დროისთვის დიდი რაოდენობის წყალი მოედინება.