18 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სტიქია დმანისის რაიონში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, მოსავალის გარდა, საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა

დღეს, გამთენიისას, სტიქია იყო დმანისის რაიონში - ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დაბა დმანისის მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. სვანეთის უბანში ყვებიან, რომ ნახევარსაათიანმა სეტყვამ ისინი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა, რადგან მოსავალი, რომელსაც ელოდნენ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

დაბა დმანისთან ერთად სტიქიამ მიმდებარე სოფლებიც დააზარალა.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან ერთად სტიქიამ დმანისის რაიონის ზოგიერთ სოფელში საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. დაიტბორა პირველი სართულები და დაისეტყვა სახურავები.

სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობას დღეს დმანისის გამგებელი არ შეხვედრია. ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

გამგებელი ბრალდებებს კურიერთან სატელეფონო საუბრისას პასუხობს და ამბობს, რომ სპეციალური კომისია ზარალის დადგენაზე უკვე მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები