ფერმერთა კონგრესზე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს აგროდაზღვევა წარმოადგენდა. 100-ზე მეტმა დელეგატმა ამის შესახებ მთავრობას მიმართვა გაუგზავნა. ფერმერები ჩივიან, რომ მთელი რიგი კულტურების დაზღვევა საერთოდ არ არსებობს და რაც არის, ისიც კი ისეა შედგენილი, რომ ზარალი არ აანაზღაუროს.
არსებული პოლისი არ მოიცავს სეზონს, როდესაც სეტყვა ყველაზე ხშირია, ასევე არ აზღვევს ადრეული ყინვის შედეგად დაზარალებულ მოსავალს. ბიუჯეტი კი ამ პროგრამას, დაახლოებით, 10 მილიონით აფინანსებს, რომლითაც სადაზღვევო კომპანია გაცილებით მეტს იგებს, ვიდრე გლეხი.
ბევრი ფერმერი მზად არის, დაამატოს ფული, ოღონდ კი რეალური სადაზღვევო პაკეტი მიიღოს. იაფ აგროსესხებს, რაზეც ბოლო სამ წელიწადში ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, მსხვილი მოთამაშეები იღებენ.
წელს უცხოური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში ნულია, კლებამ 2015 წელს 15 მილიონი დოლარი შეადგინა, 2016-ში კი 10 მილიონი.