18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, მეწყერი და წყალმოვარდნა განვითარდეს - გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი

„ასე თუ გაგრძელდა, ამ ინტენსივობის ნალექის გამო, შესაძლოა, მეწყერი და წყალმოვარდნა განვითარდეს,“ - ასე აფასებს გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი არსებულ მდგომარეობას.

ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და სამეცნიერო სფერო მომზადებულია. მისი თქმით, ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს დაკვირვება და მდგომარეობა კონტროლიდან არ გამოსულა.

მისი თქმით, წყნეთში ჩამოწოლილი მეწყერი ყურადსაღები არ არის და არსებობს რამდენიმე მეწყრული ზონა.

„რამდენიმე ვიწრო ხეობაა მნიშვნელოვანი თბილისში, რომელიც შეიძლება, ადიდდეს და გვინდა, შევამოწმოთ, რა ვითარებაა იმ ხეობებში,“ - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა. 

დღის ამბები