ოქროყანის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსს სამშენებლო კომპანია უკვე რამდენიმე თვეა, აშენებს, თუმცა ამ მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ისინი შენობას ისტორიული ქუჩისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ და ამასთან ერთად, მშენებლობისას დაშვებულ დარღვევებზეც ლაპარაკობენ.
საამშენებლო კომპანია მშენალიანსმა ერთ წლის განმავლობაში მეშნებლობის ნებართვაზე 5-ჯერ მიიღო უარი. 2013 წლის თებერვალში მერიამ მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა.
ადგილობრივები კორპუსის მშენებლობას კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ და პასუხს მერიისგან მოითხოვენ. მერიის მიერ გაცემულ დოკუმენტში კიდევ ერთი უზუსტობაა - მშენებლობის ოფიციალური მისამართი დავითაშვილის ქუჩაა, კორპუსის ცენტალური შესასვლელი კი ოქროყანის ქუჩაზეა.
ოქროყანის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ დედაქალაქის მერიაში. თუმცა, სატელეფონო საუბრისას, არქიტექტურის სამსახურში განმარტეს, რომ პროექტი განხორცილებისთვის ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დაადასტურა.
თავად მშენებელ კომპანია მშენალიანსში კი ამბობენ, რომ მშენებლობა ყველა სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.
არქიტექტურის სამსახურის ნებართვა ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა მერიის იურიდიულ სამსახურში უკვე გაასაჩივრა, თუმცა პასუხი ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღო, ამიტომ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და მერიის მიერ გაცემული ნებართვის გაბათილებას მოითხოვა.